გერჰარდ და ჯინ ლენსკები

გერჰარდ და ჯინ ლენსკები
ლენსკების აზრით, მათი თეორია (ეკოლოგიურ-ევოლუციური მიდგომა) ბიოლოგიაში ევოლუციურ მიდგომასთან ერთად იზიარებს ინტერესს ცვლილების პროცესისადმი – კერძოდ, ძირითად, ხანგძლივ, განვითარებად და ადაპტირებად ცვლილებებისადმი – და ასევე, ინტერესს მასთან შეჭიდულ - შეჯიბრების და კონფლიქტის პროცესებისადმი. ბიოლოგიაში ეკოლოგიურ მიდგომასთან მას აქვს საერთო ინტერესი პოპულაციების შიგნით და პოპულაციებს შორის ურთიერთდამოკიდებულების მიმართ, და პოპულაციის და მათი გარემოს დამოკიდებულების მიმართ . ლენსკების აზრით, კაცობრობის ისტორიაში ხანგძლივი მიმართულებების/ტენდენციების არსებობა სრულიად ცხადია. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ტენდენცია ტექნოლოგიური წინსვლაა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ,,ტექნოსტასისის” და რეგრესიის შემთხვევითი მოვლენები, ის ცვლილების უპირატესი და მთავარი მიმართულებაა. სოციოკულტურული ევოლუცია არის ტექნოლოგიური წინსვლა და მისი შედეგებია. ტექნოლოგიური ცვლილების ძირითადი იდეა, შინაარსი იმ ინფორმაციის მოცულობის და ხარისხის ცვლილებაა, რომელიც გარემოს კონტროლისთვისაა გამოსადეგი. ,,მე ვიხრები დარწმუნებისაკენ, რომ ყველა, ან უმეტესი მიმართულების საფუძველი ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც ხსნის ყველა დანარჩენს. ეს არის ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოცულობის ზრდა, კონკრეტულად, კი იმ ინფორმაციის, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მატერიალური სამყაროს მანიპულირება”.
Source: თევზაძე გიგი/ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: მეცნიერება, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно решить контрольную?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»